დრონებით დარტყმა განხორციელდა საწარმოზე რუსეთის სურგუტის რაიონში
რუსეთის ხანტი-მანსის ოლქის გუბერნატორ რუსლან კუხარუკის განცხადებით, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად სურგუტის რაიონის საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, იერიში „გაზპრომ პერერაბოტკას“ კუთვნილ გაზის გადამამუშავებელ მსხვილ ქარხანაზე განხორციელდა.

უკრაინის დრონებით დარტყმა განხოციელდა საწარმოზე რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში, სურგუტის რაიონში. ამ ცნობას სოციალური ქსელებით ავრცელებს ოლქის გუბერნატორი, რუსლან კუხარუკი.
მისი თქმით, "უპილოტო აპარატების მხრიდან სურგუტის რაიონის საწარმო ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა", "სპეციალისტები აფასებენ ზარალის მასშტაბსა და ხასიათს". დაშავებულებზე ცნობები არ გავრცელებულა, გუბერნატორი არ აკონკრეტებს რომელ საწარმოზეა ლაპარაკი.
უკრაინის სადამკვირვებლო არხი Supernova+ აქვეყნებს ხანძრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს და წერს, რომ საქმე ეხება ჩერნომირდინის სახელობის კონდენსირების სტაბილიზაციის ქარხანას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს რუსეთში უმსხვილესი საწარმოა ნავთობისა და გაზის კონდენცირებული ნაზავის გადამუშავების სფეროში. ის ეკუთვნის კომპანია "გაზპრომ პერერაბოტკას". ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ "ქარხანა წარმოადგენს გარანტიას რუსეთის გაზის მიწოდების ერთიანი სისტემის უწყვეტი მუშაობისა ციმბირში, ის უზრუნველყოფს გაზის დროულ მიწოდებას პარტნიორებისთვის რუსეთსა და უცხოეთში".
ციტატები სტატიიდან
„უპილოტო აპარატების მხრიდან სურგუტის რაიონის საწარმო ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა“
„სპეციალისტები აფასებენ ზარალის მასშტაბსა და ხასიათს“
„ქარხანა წარმოადგენს გარანტიას რუსეთის გაზის მიწოდების ერთიანი სისტემის უწყვეტი მუშაობისა ციმბირში, ის უზრუნველყოფს გაზის დროულ მიწოდებას პარტნიორებისთვის რუსეთსა და უცხოეთში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.