ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში პროფესიული კოლეჯების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სახელფასო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა და მიღების შედეგები განიხილეს.

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ "აისში", პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გივი მიქანაძემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მონაწილეებმა იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.

საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერას და კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.

სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კოლეჯების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები რეგულარულად გაიმართება. შეხვედრებზე ეტაპობრივად განიხილავენ ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაფართოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ, კოლეჯების დირექტორებთან და სტუდენტებთან ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდაწაიკითხე

უახლესი ამბები