პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: რა სასამართლოც არ უნდა იყოს, ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა - რევოლუციები, სისხლის დაღვრის მცდელობა, ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, ცეცხლწაკიდებული ადამიანი, დასაზიანებლად სროლა, ამდენი დაშავებული როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ეს ხომ ორგანიზებული იყო

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე აცხადებს, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის რეალობას — „რევოლუციებს, სისხლის დაღვრის მცდელობას და ცეცხლწაკიდებულ რუსთაველს“. პროცესის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება.

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: რა სასამართლოც არ უნდა იყოს, ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა - რევოლუციები, სისხლის დაღვრის მცდელობა, ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, ცეცხლწაკიდებული ადამიანი, დასაზიანებლად სროლა, ამდენი დაშავებული როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ეს ხომ ორგანიზებული იყო
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მედიასთან შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებში მონაწილეობის საკითხზე.

მისი თქმით, ვერაფერი შეცვლის იმ მოვლენებს, რომლებიც საზოგადოების თვალწინ ხდებოდა.

„რა სასამართლოც არ უნდა იყოს, ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა - რევოლუციები, სისხლის დაღვრის მცდელობა ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, ცეცხლწაკიდებული ადამიანი, დასაზიანებლად სროლა, ამდენი დაშავებული როგორც ერთ- ასევე მეორე მხარეს. ეს ხომ ორგანიზებული იყო. ამაზე პასუხი როგორ უნდა გასცენ ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერი ქვეყნის რეალობა რომ ავიღოთ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება. განხილვაში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. გახარიას პარტიას კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პროცესის შეჩერების მოთხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს „ლელო“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა ვიხილეთ. რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები