ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკი

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური, ფინანსური და სატარიფო საკითხები განიხილეს.

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები, სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის სატარიფო რეგულირების პრინციპები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა (ESPIRE) მსოფლიო ბანკის ინიციატივაა. პროგრამის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე პარალელური ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მოწყობას საქართველოსა და რუმინეთს შორის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდაწაიკითხე

უახლესი ამბები