ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები "ფონდი ქართუს" გარეული ფრინველების აგრო კომპლექსში სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები „ფონდი ქართუს“ გარეული ფრინველების აგრო კომპლექსს ესტუმრნენ; მინისტრ დენის სალუქვაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში წელს აჭარაში 100 ფრთა ხოხბის გაშვება იგეგმება.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები "ფონდი ქართუს" გარეული ფრინველების აგრო კომპლექსში სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

"ფონდი ქართუს" მხარდაჭერით, აგროკომპლექსში ენდემური სახეობების - კოლხური ხოხბის, გნოლისა და კაკბის გამრავლება და ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადება ხორციელდება.

ინიციატივის მიზანია აღნიშნული სახეობების პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა, ველური ფაუნის მრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე აღნიშნავს, აჭარის რეგიონი ჩართულია პროექტის განხორციელებაში.

"შესაძლებლობა გვქონდა გვენახა საინკუბაციო პროცესი, გვენახა მეურნეობაზე არსებული სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები, რაც მნიშვნელოვანია მათი შემეცნებისთვის. ჩვენი რეგიონიც ჩართულია და აღნიშნული პროექტის განხორციელებაში წელს იგეგმება 100 ფრთა ხოხობის გაშვება", - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცაწაიკითხე

უახლესი ამბები