ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად არის აღმოფხვრილი. მისი თქმით, ოპონენტებს მინისტრებთან დაკავშირებით არცერთი კორუფციული ფაქტი არ მოუტანიათ და სისტემის გადალაგებას წელიწადი და 5 თვე დასჭირდა.

ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს
ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანესიმედინიუსი

მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დღეს, ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია.

„დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე - აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ 1 კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან - ჩემთვის კორუფციაც არის „ნაცობა"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები