ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად არის აღმოფხვრილი. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი და 5 თვე მოანდომა სისტემის გადალაგებას, ხოლო ოპონენტებს კორუფციული ფაქტების წარმოდგენისკენ მოუწოდა.

ირაკლი კობახიძე: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია.
ირაკლი კობახიძე: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია.POSTV

„მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს – მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერცერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე – აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ 1 კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან - ჩემთვის კორუფციაც არის „ნაცობა"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები