ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთთან ურთიერთობებში შუამავლის მანდატის შესრულებისთვის.

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა.

აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში თანამშრომლობა გაღრმავდა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მიგრაცია, გარემოს დაცვა და, განსაკუთრებით, პროფესიული განათლება, რომლის მიმართაც შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის ურყევი მხარდაჭერის გამო და, ასევე, შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის მზარდი დინამიკა და მიესალმნენ უკანასკნელ წლებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცებაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა. მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები