რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 428 720 ლარი გამოიყოფა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, თანხა მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე გადანაწილდება.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის 428 720 ლარი დაიხარჯება.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 9 ოქტომბრის 2 354-ე განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 203 120 ლარი მთავრობის ადმინისტრაციისთვის უნდა გამოყოს, 225 600 ლარი კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.(ბიემჯი)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.