ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

საქართველოს მთავრობაფინანსთა სამინისტროსაგარეო საქმეთა სამინისტრო

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 428 720 ლარი დაიხარჯება. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, თანხა მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე გადანაწილდა.

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?
რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?BM.GE

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის 428 720 ლარი დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 9 ოქტომბრის 2 354-ე განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 203 120 ლარი მთავრობის ადმინისტრაციისთვის უნდა გამოყოს, 225 600 ლარი კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი. საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, 13 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ამ სიმპოზიუმზე ჩამოვიდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები