ირაკლი კობახიძე – ოპოზიციურ ძალებს არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციურ ძალებს შანსი არსად აქვთ, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ და მათი ყველა გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ოპოზიციურ ძალებს არსად აქვთ შანსი – არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან, ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს; და მეორე, არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
მისივე თქმით, მათი ყველა გეგმა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ასეთ პირობებში შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერი: ამ ძალებს არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სასამართლოში. ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ, მარტივი მიზეზია - ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე
პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. ხან ერთს აანონსებენ, ხან – მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი: ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…