ლალი მოროშკინა: რა მოხდება ხვალ? ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რამოდენიმე ვარიანტი
სამწუხაროდ მავანმა თანამდებობა და ნდობა ფეხქვეშ გათელა და მონეტიზაციაში "გაუშვა". ისიც ფაქტია, რომ რაღაც იმაზე უარესი ხდება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. არც ის არის მოჩვენებითი, რომ ვიღაცის ხელით პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის ერთგული ჯარისკაცების და 2012-იანელების უტილიზაცია მიმდინარეობს.
ლალი მოროშკინა:
17.10.2026.
პრაქტიკულად ახალი წლის მოლოდინში ვართ.
მთავარი პერსონაჟი უხილავი მარხილით გზაშია.
ხვალ ბევრი რამე უნდა გადაწყდეს, დაჯამდეს "ოცნების" და ქვეყნის მოღალატეების და ერთგულების ციფრი და დარჩენილი საშუალი არითმეტიკულით გავაგრძელოთ გზა..
არავისთვის არ არის დასამალი, რომ პარტიაში ღრმა კრიზისია.
სამწუხაროდ მავანმა თანამდებობა და ნდობა ფეხქვეშ გათელა და მონეტიზაციაში "გაუშვა".
ისიც ფაქტია, რომ რაღაც იმაზე უარესი ხდება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს.
არც ის არის მოჩვენებითი, რომ ვიღაცის ხელით პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის ერთგული ჯარისკაცების და 2012-იანელების უტილიზაცია მიმდინარეობს.
რა მოხდება ხვალ?
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რამოდენიმე ვარიანტი:
1.ვადამდელი არჩევნების გამოცხადება.
2.ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება
3.ღრმა წმენდა პარტიაში
ეს რაც ხილულად...
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რამოდენიმე ძალოვან მინისტრზე დგას ქვეყანა.
ასევე გამონათებებია ერთ-ორ სფეროში.
ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი მდიდარი და ასეთი კონტრეფექტური პარლამენტი არ ახსოვს პარლამენტარიზმის ისტორიას.
აქაც 2-3 ნათელი სახის გამოკლებით.
მოკლედ გამოხშირვის, მიმატება-კლების, გამრავლება- გაყოფის ეფექტის, არქიმედეს, ევკლიდიანეს და პითაგორას , სწავლების გამოყენების მიუხედავად, საბოლოო მშრალ ნაშთად
დიიიდი ღალატი,
ამპარტავნება და ქაჯობა გვრჩება, რომელმაც სამწუხაროდ გვაჯობა!
ვიმედოვნებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბადალი არ ყავს დიდ თამაშში და ვირტუალურად ფლობს შამათის და როქის ილეთებს, აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას ტურბულენტური ზონიდან.
ამასობაში დაიძაბა
ბაქო-სტამბოლის ურთიერთობა, რასაც მე პირადად ვწინასწარმეტყველებდი.
ცეცხლოვანი რკალი გვიახლოვდება და როგორც არასდროს გვჭირდება ერის და ბერის გაერთიანება.
მოვიდა ძველი და დროით გამოცდილი კადრების დაბრუნების დრო.
P.S. ვიღაცამ უჯიკეთ " იმედს" და "რუსთავი2", რომ "იმის" გამოგზავნილი "შავი სიები" ფაფუუუ...
ნუ მიყვებით შავ ხვრელში, შავ ლაბადაში გახვეულ, შავი ხელთათმანიან, ჯინჯილებიან შავ კაცს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.