ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო შეცვალა, რომელიც ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე გადადგა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნაინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანტონ კოვალსკი 2025 წლის ივლისიდან ხმელნიცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

კოვალსკიმ აღნიშნულ თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო შეცვალა, რომელიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ სატელეფონო ცენტრების მფარველობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გადადგა. გამოძიება თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას ეხება.

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსლან კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 15 სექტემბერს დაუჭირა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის პოსტიდან კრავჩენკოს გათავისუფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები