ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს

საქართველოს პარლამენტი

ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ზოგიერთები უნდა მოვიდნენ გონს“ და შეწყდეს პოლიტიკა, რომელმაც ყველა მხარის ინტერესები დააზიანა. პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერთა კონფერენციაში მონაწილეობს.

ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს
ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგსრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.

დღეს შალვა პაპუაშვილს საშუალება ექნება სიტყვით მიმართოს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით უკვე გამოვიდა საპარლამენტო კონფერენციაზე, სადაც აღნიშნა, რომ არც ერთი საერთაშორისო რეზოლუცია არ უნდა არღვევდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპს.

შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დიალოგი არის მნიშვნელოვანი ორმხრივი ინტერესების უკეთ დასაცავად.

"ქართულ დელეგაციას ექნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ხაზგასასმელად იმას, რომ დიალოგი არის მნიშვნელოვანი ორმხრივი ინტერესების უკეთ დასაცავად და ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა, რომელმაც არ გაამართლა, დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს. ეს ერთი ნაწილი, მეორე - იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია. ამჯერად ეს დისკუსია სრულად დაეთმობა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებებს და ამ ცვლილებებში ეროვნული პარლამენტარების როლს", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართულ დელეგაციას ექნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ხაზგასასმელად იმას, რომ დიალოგი არის მნიშვნელოვანი ორმხრივი ინტერესების უკეთ დასაცავად და ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა, რომელმაც არ გაამართლა, დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს. ეს ერთი ნაწილი, მეორე - იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია. ამჯერად ეს დისკუსია სრულად დაეთმობა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებებს და ამ ცვლილებებში ეროვნული პარლამენტარების როლს“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები