ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ღვინის წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში გაიმართა

ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, გასტრონომიულ ფესტივალზე Folie culinaire, 20-მდე ქართული კომპანიის 50-მდე სტილის ღვინო წარადგინეს. გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კომპანია Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში გაიმართა
ქართული ღვინის წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში გაიმართარუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Wijnimport Bleeker" ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე "Folie culinaire" ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს - ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის 50-მდე სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორცილებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები