პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
  2. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი – შსს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც, არასრულწლოვნზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები