ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც ბიუჯეტის შეთანხმების ვადებს ეჭვქვეშ აყენებს - Euronews

ევროკავშირის ლიდერებმა გრძელვადიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც დეკემბრის ვადა ეჭვქვეშ დადგა. შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, შეთანხმება ვერც ამ და ვერც მომავალ თვეში ვერ შედგება, მოლაპარაკებებს კი ანტონიო კოშტა გადაიბარებს.

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც ბიუჯეტის შეთანხმების ვადებს ეჭვქვეშ აყენებს - Euronews
ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც ბიუჯეტის შეთანხმების ვადებს ეჭვქვეშ აყენებს - Euronewsრუსთავი 2

ევროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს პოზიციის შეცვლაზე ბლოკის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტთან დაკავშირებით და ღიად გამოთქვეს ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება. ვადის გადაცდენა მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს და რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილ ეროვნულ არჩევნებს დაემთხვევა, - წერს Euronews-ი.

მედიის ცნობით, აქამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ორიენტირებულები იყვნენ, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის 2026 წლის დეკემბრამდე მიეღწიათ. თუმცა, ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, სადაც მოლაპარაკებები მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, სულ უფრო მეტი მთავრობა სვამს კითხვას, ნამდვილად აუცილებელია თუ არა ამ ვადის დაცვა?

"ჩვენ ამ თვეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ვერც მომავალ თვეში მოხდება ეს. არც კი ვიცი, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

გამოცემის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა არაერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) - ერთსულოვნად უნდა დაამტკიცონ არაუგვიანეს დეკემბრისა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები 2027 წლამდე გაგრძელდება, დრო აღარ დარჩება იმ რთული საკანონმდებლო სამუშაოს დასასრულებლად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბიუჯეტმა 2028 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყოს.

"უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ, სადაც ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ შეთავაზებული კომპრომისული წინადადება, ბიუჯეტის საერთო მოცულობის 141 მილიარდი ევროთი შემცირების შესახებ, ძირითადად უარყვეს, მოლაპარაკებებს ანტონიო კოშტა გადაიბარებს. ეს გადაწყვეტილება დიდწილად მოსალოდნელი იყო", - წერს Euronews-ი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რამდენიმე კვირაში მოლაპარაკებების ახალი წინადადების წარდგენას გეგმავს. ეს წინადადება, დიდი ალბათობით, ირლანდიის მიერ შეთავაზებული მიდგომისგან სრულიად განსხვავებულ პრინციპს დაეფუძნება.

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე 26 ნოემბერს უნდა შეიკრიბონ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამ თვეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ვერც მომავალ თვეში მოხდება ეს. არც კი ვიცი, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე“
ულფ კრისტერსონი
„უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ, სადაც ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ შეთავაზებული კომპრომისული წინადადება, ბიუჯეტის საერთო მოცულობის 141 მილიარდი ევროთი შემცირების შესახებ, ძირითადად უარყვეს, მოლაპარაკებებს ანტონიო კოშტა გადაიბარებს. ეს გადაწყვეტილება დიდწილად მოსალოდნელი იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაშიწაიკითხე

უახლესი ამბები