,,მე, პირველად ისტორიაში, წერტილი დავუსვი ქართველი აზერბაიჯანელების „თათრებად“ მოხსენიებას” – მიხეილ სააკაშვილი სამირა ბაირამოვას
მიხეილ სააკაშვილმა სამირა ბაირამოვას საპასუხოდ განაცხადა, რომ სკოლებში ჰიჯაბის თავსმოხვევა ძალადობაა და საქართველოში ირანის მიერ რადიკალური ისლამის დაფინანსების ჩაჭრას აპირებს. ბაირამოვამ სააკაშვილს უპასუხა: „როცა გაწყობდათ, მაშინ ყველაფერი კარგი იყო! ახლა რას უტრა@ებთ?“.

მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას პასუხობს:
,,მე, ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მივიჩნევ, ქართველი აზერბაიჯანელების უფლებრივი მდგომარეობის უზარმაზარ წინ წაწევას. მე დავუსვი წერტილი მათ მიმართ განხორციელებულ რეკეტს. მე გავუხსენი მათ გზა უმაღლესი სასწავლებლებისკენ, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. მე დავასრულე მათი ეკონომიკური და უფლებრივი დისკრიმინაცია.
მე მივეცი საშუალება შეესწავლათ ქართული, როგორც სახელმწიფო ენა და ინგლისური, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამით. მე, პირველად ისტორიაში, წერტილი დავუსვი მათ „თათრებად“ მოხსენიებას და ამ ტერმინს დღეს მხოლოდ ძალიან მარგინალიზებით ხმარობენ.
მე განსაკუთრებით მიყვარს ჩვენი აზერბაიჯანელები და ნუ დამძრახავთ „მე“-ს ძახილზე, იმიტომ, რომ ეს იყო სწორედ ჩემი პირადი თემა და უდიდესი ძალისხმევა და ისინიც ყოველთვის მხოლოდ მადლიერებით და სიყვარულით მპასუხობდნენ.
ახლა მინდა ვუთხრა ერთ დროს აქტივისტ Samira Bayramova-ს, ჩვენ ვართ სეკულარული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგია დაცულია და ეს ტრადიცია მოდის ჯერ კიდევ აღმაშენებლის დროიდან, რომელიც ეკლესიების გარდა მეჩეთებშიც ლოცულობდა და ყველას თანაბრად იცავდა. საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.
არასდროს გამიიგივებია რადიკალური ისლამიზმი ისლამთან. ისლამიზმი მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენთვის ძალიან საშიშია იმიტომ, რომ მართლაც დაკავშირებულია ტერორიზმთან, ძალადობასთან, ომებთან. ისლამს ჩვენ მივესალმებით და რადიკალური ისლამისტებს ჩემი პრეზიდენტობის დროსაც ვეწინააღმდეგებოდი (სწორედ მე ამოვძირკვე ვაჰაბიზმი, რომელიც მოდებული იყო საქართველოში, პრეზიდენტობის პირველივე წლებში) და მომავალშიც ყოველთვის შევეწინააღმდეგები და ბოლომდე ამოვძირკვავ. ეს აუცილებელია ყველა ქართველის, მათ შორის ქართველი აზერბაიჯანელების დასაცავად.
ჰიჯაბი, იმავე ირანში არის გადაქცეული ჩაგვრის ინსტრუმენტად (გაიხსენეთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც „ისლამის დამცველებმა“ წამებით მოკლეს პოლიციაში). სკოლის მოსწავლეებისთვის ჰიჯაბის თავსმოხვევა სხვა არაფერია, თუ არა ძალადობა მათო ოჯახების მხრიდან და თუ ამას დავაკანონებთ, მაშინ რა უშლის ხელს, რომ 9 წლის ასაკში ქორწინებაც დავაკანონოთ, თუ ამას რომელიმე ტვინმოღრეცილი ოჯახი გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ ეს ისლამურ დოქტრინას შეესაბამება
დიახ, ბოლო წლებში ირანი ყველანაირად ცდილობს საქართველოში რადიკალური ისლამის გავრცელებას, აფინანსებს რა ამ მიმართულების „რელიგიურ“ და „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებს და დიახ მე ვაპირებ ამ დაფინანსების ჩაჭრას და ამ კანტორების, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ ნამდვილ ისლამთან, მოკეტვას და ირანელი აგენტების განეიტრალებას.
ენმ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი პარტია და მისი კანდიდატები არასდროს ყოფილან პრო-ირანელი თუ პრო-ზანზიბარელი, ისინი ყოველთვის იყვნენ და არიან პრო-ქართული სახელმწიფო.“
,, როცა გაწყობდათ, მაშინ ყველაფერი კარგი იყო! ახლა რას უტრა@ებთ?” – სამირა ბაირამოვა მიხეილ სააკაშვილს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.