ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა გააუქმა მსჯავრდადებული პირის დახვრეტის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 სამხედროს მკვლელობაში მსჯავრდადებული ნიდალ ჰასანის დახვრეტის პირდაპირ ეთერში გადაცემა გააუქმა. ტრამპის განცხადებით, ჰასანს დაგეგმილ დროს დახვრეტენ, თუმცა პროცესი ტელეეთერით აღარ გადაიცემა.

ტრამპმა გააუქმა მსჯავრდადებული პირის დახვრეტის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში
ტრამპმა გააუქმა მსჯავრდადებული პირის დახვრეტის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერშირადიო თავისუფლება

13 სამხედროს მკლელობაში დამნაშავედ ცნობილი ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემის ინიციატივას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რამაც გამოიწვია ამერიკელი დემოკრატი და რესპუბლიკელი პოლიტიკოსების, კათოლიკური ეკლესიისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღშფოთება.

გეგმის გაუქმება დარტყმაა ჰეგსეთისთვის, რომელიც ისედაც კრიტიკის ქარცეცხლშია ირანის ჩიხში შესული ომისა და მისი შედეგების გამო, რაც უარყოფითად აისახება ტრამპის რესპუბლიკურ პარტიაზე ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.

ჰასანი „მოკვდება, როგორც დაგეგმილია, დახვრეტით, თუმცა ეს მოვლენა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა“, — განაცხადა ტრამპმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ იგი პირადად არ ეწინააღმდეგებოდა ტრანსლაციის გეგმას და აღნიშნა, რომ ეს „შესაძლოა ყოფილიყო ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი მთელი მსოფლიოსთვის, რათა ენახათ, თუ როგორ ექცევა ამერიკა ტერორისტებსა და ჰასანისნაირ ნაძირალებს“.

თუმცა „ბევრს, ძალიან კარგ და კეთილსინდისიერ ადამიანს, ურჩევნია არ უყუროს მის სიკვდილს“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სიკვდილით დასჯის პროცესზე დასწრება პირადად მაინც შეეძლებათ მსხვერპლთა უშუალო ოჯახის წევრებს, თუკი ამის სურვილი ექნებათ.

პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეთმა და ტრამპმა განცხადების გაკეთებამდე ისაუბრეს.

„მინისტრი მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ისინი სრულ თანხვედრაში არიან“, — აღნიშნა პარნელმა განცხადებაში.

ჰასანის სიკვდილით დასჯა, რომელიც დაგეგმილია 3 დეკემბერს ტეხასის შტატში, ფორტ ჰუდში, სადაც მან 2009 წელს 13 ადამიანი მოკლა, იქნება აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დახვრეტის გზით აღსრულებული პირველი განაჩენი 1945 წლის შემდეგ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის ტრანსლირება „წამების“ ტოლი იქნებოდა, ხოლო აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტმა მას „სიკვდილის კულტურის ბარბაროსული პროპაგანდა“ უწოდა. ავსტრალიისა და დიდ ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა კი იგი შეაფასეს როგორც „ყოვლადმიუღებელი“.

Washington Post-ABC News-Ipsos-ის გამოკითხვამ, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ათიდან რვა ამერიკელი ეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას.

აშშ-ის ორივე ძირითადი პარტიის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამის წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო ათეულობით თადარიგის ამერიკელმა სამხედრო ოფიცერმა ღია წერილში გააფრთხილა საზოგადოება სიკვდილით დასჯის მაუწყებლობის საფრთხის შესახებ.

აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სიკვდილით დასჯის ბოლო განაჩენი 1961 წელს აღსრულდა, როდესაც ჯონ ბენეტი ჩამოახრჩვეს გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის თანახმად, ცნობილია, რომ 2025 წელს სულ მცირე 17 საჯარო სიკვდილით დასჯა განხორციელდა — ექვსი ავღანეთში და 11 ირანში.

13 ადამიანიდან, რომლებიც ჰასანმა მოკლა, 12 სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო დაჭრილი 30 ადამიანიდან — ყველა ჯარისკაცი. მას სამოქალაქო პოლიციელმა ესროლა, რის გამოც იგი წელს ქვემოთ პარალიზებულია.

ჰასანმა სასამართლო პროცესზე საკუთარი თავის დაცვა არჩია, თუმცა არცერთი მოწმე არ გამოუძახებია, არანაირი ჩვენება არ მიუცია და არც მცდელობა ჰქონია უარეყო ბრალდებები.

მას 2013 წელს სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

ტრამპმა, რომელიც ადრეც გამოსულა მოწოდებით, სიკვდილით დაესაჯათ პოლიციელის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი ნებისმიერი პირი, მეხანძრეთა ორგანიზაციების პატივსაცემად თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართული სადილის დროს განაცხადა, რომ იგი სიკვდილით დასჯას ითხოვს ყველა იმ პირისთვის, ვინც მეხანძრეს მოკლავს.

აშშ-ის 27 შტატში სიკვდილით დასჯის გამოყენება კვლავ დაშვებულია კანონით, თუმცა ზოგიერთ მათგანში აღსრულებაზე მორატორიუმია დაწესებული.

აშშ-ის წინა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის მორატორიუმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს გაუქმდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოკვდება, როგორც დაგეგმილია, დახვრეტით, თუმცა ეს მოვლენა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა“
ტრამპი
„ბევრს, ძალიან კარგ და კეთილსინდისიერ ადამიანს, ურჩევნია არ უყუროს მის სიკვდილს“
ტრამპი
„შესაძლოა ყოფილიყო ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი მთელი მსოფლიოსთვის, რათა ენახათ, თუ როგორ ექცევა ამერიკა ტერორისტებსა და ჰასანისნაირ ნაძირალებს“
ტრამპი
„მინისტრი მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ისინი სრულ თანხვედრაში არიან“
შონ პარნელი
„სიკვდილის კულტურის ბარბაროსული პროპაგანდა“
ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი შშ-ის არმიის ყოფილ მაიორზე: ის მოკვდება ისე, როგორცაა დაგეგმილი, დახვრეტით, მაგრამ ამ პროცესის ტრანსლირება არ მოხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები