ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გენადი არველაძე: არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან და ამ კუთხით საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო ბაზარს

გენადი არველაძის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით არის დაინტერესებული, საქართველოდან ექსპორტი კი 16%-ზე მეტად გაიზარდა. მხარეები შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივი კომიტეტის სხდომის ჩატარებაზე.

გენადი არველაძე: არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან და ამ კუთხით საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო ბაზარს
გენადი არველაძე: არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან და ამ კუთხით საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო ბაზარსრუსთავი 2

"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გვქონდა საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებით არსებობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდისთან შეხვედრისას აღინიშნა ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით არსებული დადებითი დინამიკა.

"ხაზი გავუსვით იმ დადებით დინამიკას, რომელიც ორმხრივ ვაჭრობის კუთხით არსებობს - 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 16%-ზე მეტად. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი დამატებით ექსპორტის ზრდას. შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე, ან მაქსიმუმ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ერთობლივი კომიტეტის სხდომა, რომელიც შექმნილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს იქნება ორ მხარეს შორის პირველი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ, თუ რა მექანიზმებით შეიძლება დამატებით შევუწყოთ ხელი ვაჭრობას როგორც საქართველოდან, ასევე საამიროებიდან", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ სავაჭრო მისიის, ასევე კომიტეტის სხდომის პარალელურად ორმხრივი შეხვედრების გამართვის თაობაზე.

"სავაჭრო მისიის ფარგლებში დავაიდენტიფიცირებთ კომპანიებს და კომიტეტის პარალელურად გავმართავთ ორმხრივ შეხვედრებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის ექსპორტის ზრდას საამიროების ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ საამიროები დაინტერესებულია სხვადასხვა აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან და ამ კუთხით საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო ბაზარს", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გვქონდა საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებით არსებობს“
გენადი არველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მამუკა მდინარაძეს, თიკა რუხაძეს და მოგვიანებით კალაძეს, დაიჭერენ” – ნიკა გვარამიაწაიკითხე

უახლესი ამბები