პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ბრალდებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და პირქვე დაეცა“ – რას ამბობს პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებაზე?

იუსტიციის სამინისტრო

ქუთაისის №2 ციხეში პატიმარი გარდაიცვალა; პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და პირქვე დაეცა. ფაქტზე იმერეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ბრალდებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და პირქვე დაეცა“ – რას ამბობს პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებაზე?
ალია

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური და განცხადებასა და ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, კორიდორში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად

https://

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე დაეცა" - პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მომხდართან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს
  2. TV პირველიოპოზიციურიპატიმარი, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, ციხეში ერთი კვირის შესახლებული იყო - ახალი დეტალები (კადრები)
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდა - პენიტენციური ქუთაისის ციხეში პატიმრის გარდაცვალებაზე
  4. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო - თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები