ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარი, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, ციხეში ერთი კვირის შესახლებული იყო - ახალი დეტალები (კადრები)

იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ქუთაისის №2 ციხეში შესახლებიდან ერთ კვირაში ბრალდებული საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყების ცნობით, მომხდარზე იმერეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პატიმარი, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, ციხეში ერთი კვირის შესახლებული იყო - ახალი დეტალები (კადრები)
პატიმარი, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, ციხეში ერთი კვირის შესახლებული იყო - ახალი დეტალები (კადრები)TV პირველი

პატიმრის გარდაცვალება ციხეში - პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ბრალდებული, რომელიც ქუთიასის მეორე ციხეში 2 ოქტომბერს იყო შესახლებული, 9 ოქტომბერს საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პენიტენციურის თანახმად, ამ დროს საკანში კიდევ ხუთი პატიმარი იყო. უწყებამ ვიდეო კადრები და ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, როცა გარდაცვალება 9 ოქტომბერს, 15:15 საათზე დაფიქსირდა.

პენიტენციური ირწმუნება, რომ პატიმრის საწოლიდან გადმოვარდნის ხმა დერეფანში მდგარმა სოციალურმა მუშაკმაც გაიგო.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, კორიდორში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად".- წერია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმრის გარდაიცვალების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია "პირველებმა" გაავრცელა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ბრალდებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და პირქვე დაეცა“ – რას ამბობს პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებაზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები