პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

იუსტიციის სამინისტრო
ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
ინტერპრესნიუსი

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი 9 ოქტომბერს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, პატიმარი საკანში არსებული 2-სართულიანი საწოლიდან გადმოვარდა, მასთან ექიმი მყისიერად მივიდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, პატიმარი 6-კაციან საკანში 5 თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის საწოლიდან გადმოვარდა და ძირს სახით დაეცა. სწორედ მასთან ერთად მყოფმა პატიმრებმა დაუძახეს ციხის ადმინისტრაციას დახმარების გაწევის მიზნით, თუმცა, ექიმმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლო.

ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებას ინფორმაცია მიაწოდა და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
  3. ფორმულაოპოზიციურიციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა
  4. NEWS.GEციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო - თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები