ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა — სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიზეზი საწოლიდან ვარდნა გახდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - ინფორმაცია ამის შესახებ "პირველებს" მიაწოდეს.
ფაქტი უკვე დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში "პირველებს" განუმარტეს, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი საწოლიდან ვარდნა გახდა.
"ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - უთხრეს "პირველებს" პენიტენციურ სამსახურში.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაციტატები სტატიიდან
„ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…