ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთის პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს - ედი რამამ პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს, პროტესტის ორგანიზატორებსა და ოპოზიციას კი ძალადობასა და ვანდალიზმში ადანაშაულებს.

ალბანეთის პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს - ედი რამამ პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულა
ალბანეთის პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს - ედი რამამ პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულარუსთავი 2

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს.

მან პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები ალბანეთის უკან დახევას ცდილობენ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონდამრღვევი ყველა პირი პასუხს აგებს.

"ეს იმ ადამიანების ხელია, რომლებიც ყოველ ჯერზე ალბანეთის უკან დახევას ცდილობენ, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს. ეს არის ოპოზიციის ხელი, რომელიც ნიღბებით, ცეცხლითა და რკინით ცდილობს ალბანეთი იმ მდგომარეობაში დააბრუნოს, რომელშიც ქვეყანა აღარასოდეს დაბრუნდება", - განაცხადა ედი რამამ.

"ყველა, ვისაც ჰგონია, რომ კანონი მას ვერ მისწვდება, ცდება. კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ადამიანს ეკისრება და ყველა, ვისაც ამ არეულობაში წვლილი მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს", - აღნიშნა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იმ ადამიანების ხელია, რომლებიც ყოველ ჯერზე ალბანეთის უკან დახევას ცდილობენ, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს. ეს არის ოპოზიციის ხელი, რომელიც ნიღბებით, ცეცხლითა და რკინით ცდილობს ალბანეთი იმ მდგომარეობაში დააბრუნოს, რომელშიც ქვეყანა აღარასოდეს დაბრუნდება“
ედი რამა
„ყველა, ვისაც ჰგონია, რომ კანონი მას ვერ მისწვდება, ცდება. კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ადამიანს ეკისრება და ყველა, ვისაც ამ არეულობაში წვლილი მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთში სტუდენტების და მოსწავლეების პროტესტი არ წყდება - შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი, დაკავებულია ასობით ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები