მიხეილ სააკაშვილი – სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი, სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მალე მისი AI ავატარი გამოჩნდება, რომლის მსგავსითაც, მისი მტკიცებით, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ ციხიდან მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. მან ქართული ოპოზიციური არხები მისი სასამართლო გამოსვლის იგნორირებაშიც დაადანაშაულა.

ქართულმა „ოპო არხებმა“ არ ჩათვალეს საჭიროდ, „სასამართლოზე“ ჩემი გამოსვლის ვიდეოს ჩვენება უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ამას სინანულით ამბობს, რადგან სწყინს ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა.
„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება. მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არ ჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა, ჩემი არ ჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა „ქოცების“ გაფეტიშებით. თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში, ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა და როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს შეძლება, საერთოდ აღარ შეხედონ და რა ვიცი, იქნებ, გეფიქრათ ამაზე“, – დაწერა სააკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება. მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არ ჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა, ჩემი არ ჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა „ქოცების“ გაფეტიშებით. თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში, ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა და როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს შეძლება, საერთოდ აღარ შეხედონ და რა ვიცი, იქნებ, გეფიქრათ ამაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…