პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესებზე ვილაპარაკოთ - ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობა

საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო კანონის განხილვაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ და მთავარი ქართველი ხალხის ინტერესებია, მმართველი გუნდი კი ევროკავშირისა და საქართველოს მიმართ ორმაგ მიდგომაზე საუბრობს.

ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესებზე ვილაპარაკოთ - ხატია დეკანოიძე
რუსთავი 2

საფრანგეთი უცხოური ჩარევებისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს იღებს. გამკაცრებულ ზომებს კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ან ჩარევა, დაისჯება 6 წლამდე პატიმრობით. იქმნება სპეციალური სასამართლო პროცედურა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საფრანგეთი თავის თვს თვითონ მიხედავს.

"ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესებზე ვილაპარაკოთ. ევროპის კავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის ქოლგა, თავის თავს მიხედავს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომები დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვად ფასდება, მაშინ როდესაც ანალოგიური შინაარსის ქართული ინიციატივები კრიტიკის საგანი ხდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს - "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია, როცა პარიზს უმკაცრესი კანონების მიუხედავად, არავინ აკრიტიკებს, საქართველოს კი უფრო მსუბუქი კანონისთვის დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები