პარლამენტმა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით ერთხმად დაამტკიცა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დღგ-ისგან გათავისუფლების შეღავათის ვადა 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა.

პარლამენტმა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 81-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა 2029 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.
პროექტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.