ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი - ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია - სად იმყოფება, არ ვიცი

საქართველოს პროკურატურა

ადვოკატ ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიას მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ჩხეიძე ასევე აცხადებს, რომ არ იცის, სად იმყოფება დაუსწრებლად დაპატიმრებული ჟვანია.

ადვოკატი - ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია - სად იმყოფება, არ ვიცი
ადვოკატი - ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია - სად იმყოფება, არ ვიციინტერპრესნიუსი

ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი,- ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბესარიონ ჟვანიას ადვოკატმა ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია.

„განზრახ შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან ადამიანს და სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება, რასთანაც პირდაპირი შეხება ბესარიონ ჟვანიას ექნებოდა, არ არსებობს მოწმე ელემენტარულად, ვინც პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც რაიმე ჩვენებას მისცემდა მის მიმართ. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეწყვიტა დღეს მოსამართლემ დევნა მის მიმართ.

ვიდეოს შეფასება არის ჩემთვის აბსურდული. ვიღაცა პირი რომ ვიღაც პირს იცნობს, იმასთან ერთად სადღაც გადაადგილდება სულ სხვა დროს და სულ სხვა ტერიტორიაზე, როგორ შეიძლება ეს საფუძვლად დაედოს იმას, რომ ამ პირს წაუყენონ ბრალი, რასაც დღეს ედავებიან?

ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი. ნაცნობობას არავინ უარყოფს, ბავშვობის მეგობრები არიან.

ანუ სომხეთში რომ მეგობარი მეგობართან წავიდა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ ათეულობით ადამიანი მიდიოდა და მოდიოდა სომხეთში, ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს ნახულობდნენ და ეს თუ იმას ედება საფუძვლად, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი ტარდება, სრული აბსურდია და მეტი არაფერი.

ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე თუ სად იმყოფება ბრალდებული ბესარიონ ჟვანია, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ არ იცის სად იმყოფება, რადგან თავად ბუსა ჟვანიასთან მას კომუნიკაცია არც ჰქონია და არც ახლა აქვს.

„პროკურატურას მაგის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ ჰქონდეს, რომ ბესარიონ ჟვანიას უკანონოდ აქვს დღეს საზღვარი გადაკვეთილი, ეგ ბრალიც ექნებოდა მას წარდგენილი. მისმა ოჯახმა ამიყვანა ადვოკატად და ვიცავ მის ინტერესებს. არც მე და არც ოჯახს მასთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს.

არც ჩემთვის არის ცნობილი და არც ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ოფიციალურად არ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. დღეს სად არის, სად იმყოფება, რატომ არ იმყოფება პროცესზე, არ ვიცი“,- განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განზრახ შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან ადამიანს და სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება, რასთანაც პირდაპირი შეხება ბესარიონ ჟვანიას ექნებოდა, არ არსებობს მოწმე ელემენტარულად, ვინც პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც რაიმე ჩვენებას მისცემდა მის მიმართ. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეწყვიტა დღეს მოსამართლემ დევნა მის მიმართ. ვიდეოს შეფასება არის ჩემთვის აბსურდული. ვიღაცა პირი რომ ვიღაც პირს იცნობს, იმასთან ერთად სადღაც გადაადგილდება სულ სხვა დროს და სულ სხვა ტერიტორიაზე, როგორ შეიძლება ეს საფუძვლად დაედოს იმას, რომ ამ პირს წაუყენონ ბრალი, რასაც დღეს ედავებიან? ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი. ნაცნობობას არავინ უარყოფს, ბავშვობის მეგობრები არიან. ანუ სომხეთში რომ მეგობარი მეგობართან წავიდა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ ათეულობით ადამიანი მიდიოდა და მოდიოდა სომხეთში, ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს ნახულობდნენ და ეს თუ იმას ედება საფუძვლად, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი ტარდება, სრული აბსურდია და მეტი არაფერი. ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია“
ალექსანდრე ჩხეიძე
„პროკურატურას მაგის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ ჰქონდეს, რომ ბესარიონ ჟვანიას უკანონოდ აქვს დღეს საზღვარი გადაკვეთილი, ეგ ბრალიც ექნებოდა მას წარდგენილი. მისმა ოჯახმა ამიყვანა ადვოკატად და ვიცავ მის ინტერესებს. არც მე და არც ოჯახს მასთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს. არც ჩემთვის არის ცნობილი და არც ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ოფიციალურად არ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. დღეს სად არის, სად იმყოფება, რატომ არ იმყოფება პროცესზე, არ ვიცი“
ალექსანდრე ჩხეიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლევან ვეფხვაძე - ნამდვილად აქვს პასუხი გაცემული იმ კითხვას, რომ ძმებ კაკულიებმაც და ბესარიონ ჟვანიამაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს - ოფიციალურად, ბესარიონ ჟვანიას სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები