პეტრა ბაირი: როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, აქ წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პეტრა ბაირის განცხადებით, ასამბლეაში თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს და ახალგაზრდა დემოკრატია მეორეხარისხოვანი პარტნიორი არ არის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტრა ბაირის განცხადებით, ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული პარლამენტი და სახელმწიფო თანასწორია, მიუხედავად მათი ზომისა თუ დემოკრატიული გამოცდილებისა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ისინი ერთი მიზნისთვის - მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად იკრიბებიან.
"როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ამ დარბაზში წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს.
პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი.
ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა შეგნებულად ავირჩიეთ ერთ დარბაზში შეკრება და საერთო ენის ძიება, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურებით.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სამ ძირითად თემას განვიხილავთ. ესენია დემოკრატიული მდგრადობა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა. ეს მოიცავს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, უცხოურ ჩარევას არჩევნებში და ჩვენი ღია დებატების მანიპულირების მცდელობებს. ჰიბრიდული საფრთხეები საზღვრებს არ ცნობს და, სხვათა შორის, არც ძლიერ სახელმწიფოებს უვლის გვერდს. ამიტომ, ჩვენი პასუხიც საზღვრებს უნდა გასცდეს", - აცხადებს პეტრა ბაირი.
ციტატები სტატიიდან
„როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ამ დარბაზში წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა შეგნებულად ავირჩიეთ ერთ დარბაზში შეკრება და საერთო ენის ძიება, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურებით. მომდევნო ორი დღის განმავლობაში სამ ძირითად თემას განვიხილავთ. ესენია დემოკრატიული მდგრადობა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა. ეს მოიცავს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, უცხოურ ჩარევას არჩევნებში და ჩვენი ღია დებატების მანიპულირების მცდელობებს. ჰიბრიდული საფრთხეები საზღვრებს არ ცნობს და, სხვათა შორის, არც ძლიერ სახელმწიფოებს უვლის გვერდს. ამიტომ, ჩვენი პასუხიც საზღვრებს უნდა გასცდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.