პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”

ტელეიმედიქართული ოცნება

„არ დანებდეთ“ — ასე მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ქართველ ხალხს, ხოლო „იმედის“ შეკითხვაზე ენერგოუსაფრთხოების შესახებ ხაზი გაუსვა, რომ უპირველესად საიმედო პარტნიორებია საჭირო.

„არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”
ნეტგაზეთი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დღეს ბრიუსელში მედიის კითხვებს უპასუხა, სადაც უკრაინის ომისა და ევროკავშირის უსაფრთხოების ფონზე, ყურადღება საქართველოს ევროპულ მომავალსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეც გამახვილდა.

“ევროსკოპი” დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ მიიწევენ. მედიის წარმომადგენელმა მეცოლას ასევე სთხოვა, მიემართა იმ ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთი იყო: „ჩემი გზავნილია, რომ არ დანებდეთ.“

„ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის და ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას. ჩვენ მოუთმენლად ველით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, თუმცა, დამსახურება არის დამსახურება და თითოეული ქვეყანა ფასდება ინდივიდუალურად. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ განხილვებს ყველა სახელმწიფოსთან”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი შეკითხვა დაისვა, პროსამთავრობო “იმედის” მხრიდან, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხებოდა. “იმედის” ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის რეგიონის მზარდ როლზე საუბრობენ და იკითხა: დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმაოს მასთან დიალოგი.

ამ კითხვაზე პასუხისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პარტნიორების სანდოობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა“, – აღნიშნა მეცოლამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მეცოლა ქართველ ხალხს: არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები