ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე კახეთის რეგიონულ დანაყოფს ეწვია, სადაც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართაპირველი არხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსთან ერთად, კახეთის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელია საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების პროცესში მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობაზე.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კახეთის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის შენობა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა.

მერაბ გამყრელიძე რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები