როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ოქტომბრამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო სანაპიროზე ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება. 17-18 ოქტომბერს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…