ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესს არ დააფინანსებს. ლავროვის თქმით, მას არ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, როდესაც თურქეთი და სერბეთი ათეული წლებია რიგში დგანან. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ ქვეყნის ბუნებრივი უფლებაა, თუმცა ეს პრობლემებს ქმნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მის წევრობასთან დაკავშირებით.

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი
“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვინეტგაზეთი

რუსეთი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესს არ დააფინანსებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეკატერინბურგში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლისას.

„რუსეთს არ სურს დააფინანსოს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირში წევრობისთვის მომზადების პროცესი იმ დიდი პრივილეგიების გამოყენებით, რომლებიც სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) მიიღო“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„თუ ვსაუბრობთ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ შეიძლება ისინი მოატყუოს და ასეც მოიქცევა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს. ამავდროულად, თურქეთი ან, მაგალითად, სერბეთი უკვე რამდენიმე ათეული წელია რიგში დგანან“.

იქამდე, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის დროს, პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, მოსკოვი აღიარებს სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულება.

„სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ ქვეყნისა და ხალხის ბუნებრივი, კანონიერი უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხმა ხალხმა უნდა განსაზღვროს თავისი განვითარების მიმართულება“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მისივე შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სომხეთის სწრაფვა პრობლემებს ქმნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის წევრობისთვის.

პუტინის თქმით, ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციები და სტანდარტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც შესაძლოა სომხეთისთვის ორივე გაერთიანებაში ერთდროულად ყოფნას ართულებდეს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთს არ სურს დააფინანსოს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირში წევრობისთვის მომზადების პროცესი იმ დიდი პრივილეგიების გამოყენებით, რომლებიც სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) მიიღო“
სერგეი ლავროვი
„სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ ქვეყნისა და ხალხის ბუნებრივი, კანონიერი უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხმა ხალხმა უნდა განსაზღვროს თავისი განვითარების მიმართულება“
ვლადიმერ პუტინი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირზე - გავაგრძელოთ თბილი ურთიერთობები, გავხსნათ ახალი შესაძლებლობები და მომავალში, ერთად განვიხილოთ, დავქორწინდებით თუ არაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები