ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ბელგრადში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Wine Vision by Open Balkan ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია წარდგა, რასაც საქართველოს ელჩი ლევან ბერიძეც დაესწრო.

ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილირუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში Wine Vision by Open Balkan 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას.

გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.

ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში Wine Vision by Open Balkan 2026 მონაწილოების მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე ახორციელებს სერბეთის რესპუბლიკაში.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები