ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი სუბირ ლალი აფრთხილებს, რომ კარგი გზების მიუხედავად, საზღვრებზე საბაჟო ბიუროკრატიით ტვირთების შეფერხება შუა დერეფნის განვითარებას შეანელებს.

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF
შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMFBM.GE

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა Trend-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუმცა არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთელი რიგი ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ რეგიონის ინტეგრაციაში აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასთან და სხვა ბაზრებთან. აქ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი - ეს არის „მყარი“ ინფრასტრუქტურა, ანუ გზები და სატრანსპორტო კავშირები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - „რბილი“ ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა მან.

სუბირ ლალმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია შესანიშნავი გზების აშენება, მაგრამ თუ ტვირთები საზღვრებზე საბაჟო წესებისა და გაფორმების პროცედურების გამო რამდენიმე დღით შეყოვნდება, ეს როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებას შეანელებს.

„ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი უპირატესობებით სარგებლობა.

ამასთანავე, პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ნორმატიულ რეგულირებას, შესაბამისი წესების თავსებადობასა და მათ ჰარმონიზაციას“, - დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუმცა არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთელი რიგი ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ რეგიონის ინტეგრაციაში აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასთან და სხვა ბაზრებთან. აქ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი - ეს არის „მყარი“ ინფრასტრუქტურა, ანუ გზები და სატრანსპორტო კავშირები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - „რბილი“ ინფრასტრუქტურაა“
სუბირ ლალი
„ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი უპირატესობებით სარგებლობა. ამასთანავე, პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ნორმატიულ რეგულირებას, შესაბამისი წესების თავსებადობასა და მათ ჰარმონიზაციას“
სუბირ ლალი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
[რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების სცენარშიც საქართველოს მყარი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება - IMFწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები