პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიძინა გიორგობიანი: იმის ილუზიებში, რომ მიგვიღებდნენ ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ან ევროკავშირში, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ახლაც ვკარგავთ. ვეცდებით, პარლამენტში შევიტანოთ ეს პრობლემა განსახილველად და ნეიტრალიტეტის სტატუსს ჰქონდეს საპარლამენტო ლეგიტიმაცია 2028 წლის არჩევნების შემდეგ

საქართველოს პარლამენტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ორგანიზაცია 2028 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება პარლამენტის გზით ნეიტრალიტეტის სტატუსს ლეგიტიმაცია მიანიჭოს, რადგან NATO-სა და ევროკავშირში მიღების ილუზიებში ქვეყანამ ბევრი დრო დაკარგა.

ბიძინა გიორგობიანი: იმის ილუზიებში, რომ მიგვიღებდნენ ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ან ევროკავშირში, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ახლაც ვკარგავთ. ვეცდებით, პარლამენტში შევიტანოთ ეს პრობლემა განსახილველად და ნეიტრალიტეტის სტატუსს ჰქონდეს საპარლამენტო ლეგიტიმაცია 2028 წლის არჩევნების შემდეგ
იმედინიუსი

იმის ილუზიებში, რომ მიგვიღებდნენ ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ან ევროკავშირში, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ახლაც ვკარგავთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2028 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და პარლამენტის გზით ეცდება ქვეყანა ნეიტრალიტეტისკენ წაიყვანოს.

„იმის ილუზიებში, რომ მიგვიღებდნენ ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ან ევროკავშირში, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ახლაც ვკარგავთ. ვეცდებით, პარლამენტში შევიტანოთ ეს პრობლემა განსახილველად და ნეიტრალიტეტის სტატუსს ჰქონდეს საპარლამენტო ლეგიტიმაცია 2028 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.

გვექნება მცდელობა, რომ პარლამენტის გზით ვიაროთ ნეიტრალიტეტისაკენ. ამ გზაზე დიდი დაბრკოლებაა ხელისუფლების დაჟინებული და ლოგიკის მიღმა მდგარი ევროკავშირთან დაუსრულებელი დამოკიდებულება, როდესაც ვხედავთ ევრობიუროკრატების და საელჩოს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ხელისუფლებამ ალბათ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა გიორგობიანი: თუ გავხდებით, რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი და მეორე მხარეს იქნება რუსეთი ჩვენ ვხდებით ტერიტორია, სადაც ეს ორი დიდი სამხედრო ალიანსი ერთმანეთს შეიძლება, რომ სამხედრო ძალით დაუპირისპირდეს და ვიქცევით ჩვეულებრივ ბრძოლის ველადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები