ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებით ოქმს

საქართველოს პროკურატურა

სტრასბურგში საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს, რომელიც უკანონო შემოსავლების გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას ეხება. დოკუმენტს საქართველოს სახელით ხელი ევროპის საბჭოში მუდმივმა წარმომადგენელმა ხატია წილოსანმა მოაწერა.

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებით ოქმს
საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებით ოქმსიმედინიუსი

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ვარშავის კონვენციის) დამატებით ოქმს. ოქმი ხელმოსაწერად 14 ოქტომბერს გაიხსნა და საქართველო მის პირველ ხელმომწერებს შორის იყო. საქართველოსთან ერთად ოქმს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, მონტენეგრომ, საბერძნეთმა, სან-მარინომ, უნგრეთმა და ევროკავშირმა.

საქართველოს პროკურატურა ოქმის ხელმოწერისთვის მოსამზადებელი პროცესის წარმმართველი უწყება იყო. საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, გიორგი მიქავა და გივი ბაღდავაძე.

დამატებითი ოქმი აუმჯობესებს დანაშაულებრივი ქონების გამოვლენის, მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და დაბრუნების მექანიზმებს. იგი ხელს უწყობს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, ოქმი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები