უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ვემზადებით
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, გეორგი ტიხის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის. მისი თქმით, გუნდები მუშაობენ შეხვედრის შინაარსზე, ასევე დაგეგმილია სხვა ღონისძიებები კონგრესის წარმომადგენლებთან და ბიზნეს-წრეებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე, მის შინაარსზე, რათა ის მაქსიმალურად არსებითი გახდეს. ეს ყველაფერია რისი თქმაც შემიძლია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა ტიხიმ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის გარდა ასევე დაგეგმილია დიდი რაოდენობით სხვა ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, ბიზნეს-წრეებთან, შეერთებულ შტატებში უკრაინულ დიასპორასთან და სხვებთან.
ცნობისთვის, აქამდე ზელენსკიმ ტრამპთან შესაძლო შეხვედრა ნიუ-იორკში 21-23 სექტემბრისთვის დააანონსა.
ციტატები სტატიიდან
„გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე, მის შინაარსზე, რათა ის მაქსიმალურად არსებითი გახდეს. ეს ყველაფერია რისი თქმაც შემიძლია ამ მომენტისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.