“ძალიან გაუმართლა უკრაინას რომ ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს სათავეში და არა რუსქოცი, რომელიც პირველივე დღეს ჩააბარებდა ქვეყანას პუტინს” – ზურაბ ბატიაშვილი
ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, უკრაინას გაუმართლა, რომ სათავეში ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს და არა პირი, რომელიც ქვეყანას პირველივე დღეს ჩააბარებდა პუტინს. მისი თქმით, გამოფიტვის ომი ბუმერანგივით უბრუნდება მოსკოვს და 2027 წელი ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი იქნება.

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
✅ ძალიან გაუმართლა უკრაინას რომ ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს სათავეში და არა რომელიმე სულით რუსქოცი, რომელიც პირველივე დღეს ჩააბარებდა ქვეყანას პუტინს;
✅ ეს ყველაზე უკეთ მძიმე სიტუაციებში იგრძნობა ხოლმე. ძნელი იქნება უკრაინისთვის ეს ზამთარი. მაგრამ მძიმე იქნება რუსეთისთვისაც, რომელიც პირველად დადგება რეალური პრობლემების წინაშე. თუ უკრაინამ წინა წლებიდან იცის როგორ გაუმკლავდეს ზამთრის პრობლემებს, ეს გამოცდილება და ცოდნა რუსეთს არ გააჩნია და მოუქნელი სახელმწიფო აპარატის გამო არც შეუძლია სწრაფად მოქმედება კრიზისების დროს;
✅ ამიტომ ომი გამოფიტვაზე ბუმერანგივით უბრუნდება მოსკოვს. თუ უკრაინას ევროპა ეხმარება ფინანასურად, მოსკოვს ასეთი მოკავშირე არ ჰყავს. რესურსები კი ამოწურვადია (მითუმეტეს, როცა ნავთობგადამამუშავებელ სექტორს, რაზეც დგას მისი ეკონომიკა, უკრაინელები სწრაფი ტემპით უნადგურებენ). ამიტომ 2027 წელი გადამწყვეტი იქნება ამ ომში;
✅ უკრაინას დასაკარგი არაფერი აქვს. ის სუბერენიტეტს არ დათმობს და ბოლომდე იბრძოლებს. ამ გაუტეხლობით გაიმარჯვებს უკრაინა;
✅ რუსეთი კი, ყველა თავის მოკავშირესთან ერთად აუცილებლად მოიტეხს კისერს. პუტინის ბოლო აჩქარებაც მაგისი ნიშანია. ისტორიის ბუნებრივ მსვლელობას და კანონზომიერებას ვერავინ შეაჩერებს. ბოლოს ყველა იმპერია მარცხდება და ჩვენც აუცილებლად მოვესწრებით ურდოს დამარცხებას!
უკრაინა გაიმარჯვებს! 🇺🇦🇺🇦🇺🇦
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.