ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გური სულთანიშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა

ფილოსოფოს გური სულთანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე ქვეყანას — ევროპა, ხოლო საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოღვაწეობას მან პოლიტიკურად კონტრპროდუქტიული და „სიგიჟე“ უწოდა.

გური სულთანიშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა
გური სულთანიშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპაიმედინიუსი

პოლიტიკურად ცალსახად კონტრპროდუქტიულია. სიგიჟის გარდა ამას რა დეფინიცია შეიძლება მოვუძებნოთ?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - ევროკავშირის ელჩის საქართველოში მოღვაწეობას როგორ დაახასიათებდით?

„ევროპულ დასაყრდენ ძალად გუბაზს და მათ ძმებს, ნაცებს რომ მოძებნი, ესე იგი არ გაქვს ჩამოყალიბებული მიზნები, ან რამე სხვა სურვილი გაქვს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოლოკაცია. ეს არის მოცემულობა და მხოლოდ ამ ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა“, - აღნიშნა მან.

სულთანიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების თუ აქტივისტების მიერ სხვადასხვა დროს წარმოებულ სიძულვილის კამპანიას, რომელიც ამა თუ იმ წარმატებული ადამიანის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

„ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ საჭმელში ჩავუფურთხოთ ქოცებსო, ერთმანეთს მოუწოდებდნენ ამას. ლაშა ტალახაძეს აბულინგებდნენ იმის გამო, რომ ხატების წინ ლოცულობდა. მიხვდნენ რომ ამან არ იმუშავა, გააანალიზეს რომ ეს პროდუქტიული არ არის“, - განაცხადა სულთანიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ საჭმელში ჩავუფურთხოთ ქოცებსო, ერთმანეთს მოუწოდებდნენ ამას. ლაშა ტალახაძეს აბულინგებდნენ იმის გამო, რომ ხატების წინ ლოცულობდა. მიხვდნენ რომ ამან არ იმუშავა, გააანალიზეს რომ ეს პროდუქტიული არ არის“
„ევროპულ დასაყრდენ ძალად გუბაზს და მათ ძმებს, ნაცებს რომ მოძებნი, ესე იგი არ გაქვს ჩამოყალიბებული მიზნები, ან რამე სხვა სურვილი გაქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოლოკაცია. ეს არის მოცემულობა და მხოლოდ ამ ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა“
გური სულთანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?