გური სულთანიშვილი: ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. ეკონომიკური, საიმიგრაციო, პოლიტიკური - ყველა მიმართულებით კრიზისია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ
ფილოსოფოს გური სულთანიშვილის განცხადებით, ევროპაში ყველა მიმართულებით კრიზისია, ხოლო ევრობიუროკრატები და მთავრობები ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენენ და ოპოზიციაზე ფსონის დადებით საკუთარ დისკრედიტაციას ახდენენ.

ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. ეკონომიკური, საიმიგრაციო, პოლიტიკური - ყველა მიმართულებით კრიზისია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატები საკუთარი ხალხის ინტერესებს არ იცავენ.
"მე ვფიქრობ რომ არათუ ევროპარლამენტი, ევრობიუროკრატები რამე მხრივ არიან რეპრეზენტატორები თავიანთი ხალხის, არამედ თვითონ მთავრობებიც არ არიან", - აღნიშნა სულთანიშვილმა.
სულთანიშვლი აუმოუხსნელ ფენომენს უწოდებს, არაერთი მარცხის მიუხედავად ევრობიუროკრატების მიერ ოპოზიციაზე ფსონის დადებას.
"ამოუხსნელი ფენომენია, რატომ უნდა დებდე ერთიდაიგივე ფსონს ერთიდაიგივე ხალხზე, ალბათ იდეოლოგიურად არიან ყველაზე ახლოს მათთან. საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ", - აღნიშნა სულთანიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მე ვფიქრობ რომ არათუ ევროპარლამენტი, ევრობიუროკრატები რამე მხრივ არიან რეპრეზენტატორები თავიანთი ხალხის, არამედ თვითონ მთავრობებიც არ არიან“
„ამოუხსნელი ფენომენია, რატომ უნდა დებდე ერთიდაიგივე ფსონს ერთიდაიგივე ხალხზე, ალბათ იდეოლოგიურად არიან ყველაზე ახლოს მათთან. საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.