"78 წლის პენსიონერი ვარ და თუ ვიცოცხლე ახალ წლამდე, პენსია მექნება 555 ლარი..."
2 თვის წინ ვიწექი საავადმყოფოში 3 სუტკის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საავადმყოფოებში ავადმყოფებს აღარ კურნავენ, ვითომ გამოკვლევებს უტარებენ და სამი სუტკის მერე, როგორც ციხის კანონებია, გამოგაგდებენ ზუსტად იმ დროს, რომელ საათზეც მოთავსდი საავადმყოფოში.
78 წლის პენსიონერი ვარ და თუ ვიცოცხლე ახალ წლამდე, პენსია მექნება 555 ლარი...
2 თვის წინ ვიწექი საავადმყოფოში 3 სუტკის განმავლობაში.
მოგეხსენებათ, რომ საავადმყოფოებში ავადმყოფებს აღარ კურნავენ, ვითომ გამოკვლევებს უტარებენ და სამი სუტკის მერე, როგორც ციხის კანონებია, გამოგაგდებენ ზუსტად იმ დროს, რომელ საათზეც მოთავსდი საავადმყოფოში.
და ამ დროს შეიძლება უარეს მდგომარეობაში იყვე, ვინემ დაწოლამდე.
ბოლოს დანიშნულებას გაძლევენ მკურნალობის, და პირადად მე, ბოლოს, 14 სახის წამალი მაქვს გამოწერილი, ზოგი წამალი მუდმივად უნდა მივიღო, ზოგი ხანგრძლივად, ზოგი 3 თვე, ზოგი 2 თვე და ა.შ...
ამ წამლების შეძენა, ჩემს შემთხვევაში რომ შევიძინო, მთლიანად
4 ათას ლარს აჭარბებს და ამ დროს ჩემი პენსია შეადგენს 495 ლარს, 5 ლარი ვერ გაიმეტეს რომ 500 გაეხადათ...
აი, ესეთი ვირთხები სხედან ხელისუფლებაში, ჯანდაცვის სამინისტროში, საავადმყოფოებში მკურნალობა რომ გააუქმეს და ჩვენი გადასახადების და ჯარიმების ფულს ეზიდებიან ვირთხებივით სახლში, იმდენს, რომ ქმნიან საშვილიშვილო კაპიტალს.
ამიტომ უნდა გამოვთქვათ პროტესტი და არჩევნებზე ხმა უნდა მისცენ პენსიონერებმა ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც გარანტიას მოვთხოვთ პენსიონერებზე მზრუნველობის...
პენსიონერთა ასოციაციის წევრი, პენსიონერი -
ჰამლეტ ქისიშვილი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.