ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაიცავით რწმენა და სასოება, როგორც უძვირფასესი მონაპოვარი და უფალი კვლავ მოწყალე იქნება საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი ერისადმი - ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე

საპატრიარქო

საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ბულგარეთის საეკლესიო დელეგაცია ჩამოვიდა. მიტროპოლიტმა ანტონიმ ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მისალოცი გზავნილი და წმინდა პატრიარქ ევთიმი ტირნოვოელის ხატი ჩამოიტანა.

დაიცავით რწმენა და სასოება, როგორც უძვირფასესი მონაპოვარი და უფალი კვლავ მოწყალე იქნება საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი ერისადმი - ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე
დაიცავით რწმენა და სასოება, როგორც უძვირფასესი მონაპოვარი და უფალი კვლავ მოწყალე იქნება საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი ერისადმი - ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობაზერუსთავი 2

ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ბულგარეთის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კურთხევითა და გადაწყვეტილებით, საქართველოს მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების მიღების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით ბულგარეთის საეკლესიო დელეგაცია იმყოფება.

ბულგარეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, დელეგაციას დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობს, რომელსაც თან ახლავს ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, სტავროფორი იკონომოსი იულიან ანგელოვი, მღვდელმონაზონი ილარიონ მარკოვი, დავით მიხაილოვიჩი და გიორგი ჟორდანია.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგაციები მსოფლიო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და რუმინეთის საპატრიარქოებიდან, ასევე კვიპროსის მთავარეპისკოპოსიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.

საქართველოს პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრისას მიტროპოლიტმა ანტონიმ მას ბულგარეთის პატრიარქ დანიელისა და წმინდა სინოდის გზავნილი გადასცა.

"ჩვენს მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მშვიდობისა და სიყვარულის ძმური კავშირების ათასწლოვანი ისტორია არის მდიდარი და უაღრესად დატვირთული სულიერი და კულტურული ურთიერთგაცვლის, თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ისტორია, რაც ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერების კიდევ ერთი ნათელი მოწმობაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა პატრიარქ შიო III-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მისალოცი წერილიც გადასცა:

"დაიცავით ეს რწმენა და სასოება, როგორც თქვენი უძვირფასესი მონაპოვარი, და უფალი კვლავაც მოწყალე იქნება თქვენდამი, სრულიად საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი მართლმადიდებელი ერისადმი; იგი სიხარულს შემატებს თქვენს სიხარულს, "რაჲთა დამთესველსა და მომკალსა ერთად უხაროდის" (იოანე 4:36), და იყოთ ქრისტესთან "ერთ სამწყსო და ერთ მწყემს" (იოანე 10:16) - აწ და საუკუნეთა უკუნისამდე", - ნათქვამია პატრიარქ დანიელის მიმართვაში.

ბულგარეთის დელეგაციამ საქართველოს ეკლესიას საჩუქრად სახელოსნო "დიმჩოვსკის" მიერ შექმნილი წმინდა პატრიარქ ევთიმი ტირნოვოელის ხატი გადასცა, რომელშიც მისი წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მშვიდობისა და სიყვარულის ძმური კავშირების ათასწლოვანი ისტორია არის მდიდარი და უაღრესად დატვირთული სულიერი და კულტურული ურთიერთგაცვლის, თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ისტორია, რაც ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერების კიდევ ერთი ნათელი მოწმობაა“
ანტონი
„დაიცავით ეს რწმენა და სასოება, როგორც თქვენი უძვირფასესი მონაპოვარი, და უფალი კვლავაც მოწყალე იქნება თქვენდამი, სრულიად საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი მართლმადიდებელი ერისადმი; იგი სიხარულს შემატებს თქვენს სიხარულს, "რაჲთა დამთესველსა და მომკალსა ერთად უხაროდის" (იოანე 4:36), და იყოთ ქრისტესთან "ერთ სამწყსო და ერთ მწყემს" (იოანე 10:16) - აწ და საუკუნეთა უკუნისამდე“
დანიელი
„დაიცავით ეს რწმენა და სასოება, როგორც თქვენი უძვირფასესი მონაპოვარი, და უფალი კვლავაც მოწყალე იქნება თქვენდამი, სრულიად საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი მართლმადიდებელი ერისადმი; იგი სიხარულს შემატებს თქვენს სიხარულს,“
დანიელი
„(იოანე 10:16) - აწ და საუკუნეთა უკუნისამდე“
დანიელი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?