„დანებება მშვიდობა არაა“ — მელონი უკრაინის ომსა და მშვიდობაზე
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის განცხადებით, კიევის მხარდაჭერა მშვიდობის შესაძლებლობაა, უკრაინის დანებება კი მშვიდობა კი არა, დაპყრობა და საბჭოთა იმპერიალიზმის დაბრუნება იქნება. მელონიმ ასევე სარისკოდ შეაფასა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე ემბარგოს მოხსნის შესახებ.

15-16 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის წინ, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ანგარიშით წარსდგა იტალიის პარლამენტის წინაშე.
მან ისაუბრა იტალიის ინტერესებსა და პოლიტიკაზე ევროკავშირში, ასევე, განმარტა, რატომ არ შეცვლის მისი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას და რატომ არ მოიტანს კიევის დანებება მშვიდობას:
„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი ახალი საშემოდგომო კამპანია დაიწყო. ფრონტზე წინსვლის უნარის არმქონე მოსკოვმა სულ უფრო და უფრო ძლიერად დაიწყო დარტყმა სამოქალაქო მოსახლეობაზე: ელექტროსადგურები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, ავტობუსებიც კი, რომლებსაც ხალხი სამსახურში მიჰყავთ, როგორც საშინელ კრამატორსკის ხოცვა-ჟლეტაში.
ეს არის სტრატეგია, რომლითაც რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დაჩოქებას ტერორით, სიცივითა და სიბნელით, უბრალოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მისი დაჩოქება ბრძოლის ველზე. ფაქტები, უფრო მეტიც, უარყოფენ კრემლის პროპაგანდას და ასევე მათ
პროპაგანდას, ვისაც ის აქ, იტალიაშიც მოაქვს. წლის დასაწყისიდან მოსკოვმა ძალიან ცოტა ტერიტორია დაიკავა და მხოლოდ სექტემბერში დაკარგა ბოლო თვეებში დაპყრობილის დიდი ნაწილი.
ეს ჩიხი ციდან არ ჩამოვარდნილა. ის აშენდა უკრაინელების გამბედაობით და დასავლეთის, მათ შორის იტალიის მხარდაჭერით. და მე კვლავ მჯერა, რომ ეს ჩიხი არის ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს რუსეთის სერიოზულ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად.
ვიცი, რომ ამაზე დებატები მწვავეა, მათ შორის ამ პალატაში, მათ შორის ფრაქციებში. პატივს ვცემ და მესმის კიდეც, რადგან ამ პალატაში ომი არავის უნდა. ყველას გვინდა მშვიდობა. განსხვავება იმაშია, თუ როგორ ვფიქრობთ მის მიღწევაზე.
როგორც მე ვხედავ, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა არ არის — ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან თუ აგრესორს შეუძლია მიზნად დაისახოს მოწინააღმდეგის დანებება, რა საჭიროა მოლაპარაკება? უბრალოდ, დანებება არ არის მშვიდობა, ეს დაპყრობაა. უკრაინამ რომ ხვალ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ არ გვექნებოდა მშვიდობა. ჩვენ განვიხილავდით ევროპული ერის ოკუპაციას და საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებას, რომელიც ევროპამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცოდა.
პირადად მე, ის წლები არ მენატრება, არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი. და ვერავინ დამარწმუნებს, რომ მათ დანებებას, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს, შეიძლება მშვიდობად ეწოდოს. მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომლის ასაშენებლადაც ვმუშაობთ, თუნდაც კონსენსუსის თვალსაზრისით ფასის გადახდით, არის სამართლიანი მშვიდობა, რადგან მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპას და ჩვენს ინტერესებს.
ასე რომ, მთავრობის პოზიცია არ იცვლება. კიევის მხარდაჭერა, სამოქალაქო მოსახლეობის განსაკუთრებული ყურადღებით, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა რჩება ჩვენი ქმედების საყრდენებად“, — განაცხადა ჯორჯა მელონიმ.
ამ კონტექსტში მან სარისკოდ შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე ემბარგოს მოხსნის შესახებ. მან თქვა, რომ საწვავის ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია ირანში მიმდინარე ომით და არა უკრაინის კონფლიქტით.
„მოსკოვისთვის ლეგიტიმაცია მაშინ, როცა მისი ბომბები კვლავაც ეცემა უკრაინის ქალაქებს, ახალი შემოსავლები ომის დასაფინანსებლად, სანქციების ბერკეტის ფარული შესუსტება: ეს ის ელემენტებია, რომელთა უგულებელყოფა არ შეგვიძლია და რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ აქამდე გაწეულ ძალისხმევას, რათა პუტინი აიძულონ მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს“, — თქვა მან.
მელონი ითხოვს ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ გამოყოს ავტორიტეტული ფიგურა, ყველას მანდატით, რომელსაც შეეძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მაგიდაზე ევროპის ხმის მიტანა.
„მე მაინტერესებს, რომ ევროპა არ მიდიოდეს უწესრიგოდ, არ აძლევდეს საბაბს მათ, ვისაც დაყოფა აინტერესებს, და საუბრობდეს ერთი ხმით. რადგან ფორმატების ირგვლივ დაყოფილი ევროპა გვთავაზობს საკუთარი თავის ინფანტილურ სურათს და ეს არის ერთადერთი ნამდვილი საჩუქარი, რაც მოსკოვს შეგვიძლია გავუკეთოთ. მოსკოვს, ამ დღეებში, საკმარისი საჩუქრები გავუკეთეთ. რაც უკრაინაში ხდება, უკრაინაში არ რჩება. ევროპული საბჭო კონკრეტულად განიხილავს რუსული ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას. და ეს სამართლიანია, რადგან ჰიბრიდული საფრთხე უკვე გახდა ამ პრობლემური ეპოქის მორიგი „ახალი ნორმალური“. ვინც ამბობს, რომ მეტი უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ საავადმყოფოს, რესურსების ძირითადი სერვისებიდან გადატანას ომის გამჩაღებელი მთავრობის მიერ, იტყუება და იცის, რომ ამას აკეთებს“, — განაცხადა მელონიმ და დასძინა, რომ უსაფრთხოება ასევე არის კეთილდღეობის წინაპირობა.
მან ისაუბრა როგორც საკუთრივ იტალიის, ისე ევროპის უსაფრთხოების გაზრდის აუცილებლობაზე.
„სულ უფრო მრავალრიცხოვანი და სულ უფრო რთულია ის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ევროპას მოუწევს საკუთარი უნარის დასაცავად, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანი, უსაფრთხო და მსოფლიოში წამყვანი მოთამაშე. ომი უკრაინაში გრძელდება და სამოქალაქო ობიექტების ჩართულობა სულ უფრო იზრდება. არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში იწვევს შედეგებს, რომლებიც რეგიონის საზღვრებს ბევრად სცდება. გლობალური ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება. გეოპოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებაზე, საწვავის ფასზე, ცხოვრების ღირებულებაზე, ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე. და ასევე ჰიბრიდული საფრთხეები, მიგრაციული წნეხი, მზარდი არასტაბილურობა და აქედან გამომდინარე ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობა.
ესენი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოსიეებია. მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო რამ: ისინი შეგვახსენებენ, თუ რამდენად უფრო და უფრო მოქმედებს ჩვენი საზღვრებს გარეთ მომხდარი მოვლენები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამოწმებს ჩვენი ერის უნარს, დაიცვას თავისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში მთავრობამ აირჩია, იყოს წარმოდგენილი და აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, უწყვეტად და მკაფიო ხაზით. იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესი დაცულია იმით, რომ მონაწილეობ მიიღო იმ არჩევნების წარმართვაში, რომელიც ჩვენ გვეხება, და არა მხოლოდ მათი შედეგების ატანით“, — განაცხადა მელონიმ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი ახალი საშემოდგომო კამპანია დაიწყო. ფრონტზე წინსვლის უნარის არმქონე მოსკოვმა სულ უფრო და უფრო ძლიერად დაიწყო დარტყმა სამოქალაქო მოსახლეობაზე: ელექტროსადგურები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, ავტობუსებიც კი, რომლებსაც ხალხი სამსახურში მიჰყავთ, როგორც საშინელ კრამატორსკის ხოცვა-ჟლეტაში. ეს არის სტრატეგია, რომლითაც რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დაჩოქებას ტერორით, სიცივითა და სიბნელით, უბრალოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მისი დაჩოქება ბრძოლის ველზე. ფაქტები, უფრო მეტიც, უარყოფენ კრემლის პროპაგანდას და ასევე მათ პროპაგანდას, ვისაც ის აქ, იტალიაშიც მოაქვს. წლის დასაწყისიდან მოსკოვმა ძალიან ცოტა ტერიტორია დაიკავა და მხოლოდ სექტემბერში დაკარგა ბოლო თვეებში დაპყრობილის დიდი ნაწილი. ეს ჩიხი ციდან არ ჩამოვარდნილა. ის აშენდა უკრაინელების გამბედაობით და დასავლეთის, მათ შორის იტალიის მხარდაჭერით. და მე კვლავ მჯერა, რომ ეს ჩიხი არის ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს რუსეთის სერიოზულ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად. ვიცი, რომ ამაზე დებატები მწვავეა, მათ შორის ამ პალატაში, მათ შორის ფრაქციებში. პატივს ვცემ და მესმის კიდეც, რადგან ამ პალატაში ომი არავის უნდა. ყველას გვინდა მშვიდობა. განსხვავება იმაშია, თუ როგორ ვფიქრობთ მის მიღწევაზე. როგორც მე ვხედავ, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა არ არის — ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან თუ აგრესორს შეუძლია მიზნად დაისახოს მოწინააღმდეგის დანებება, რა საჭიროა მოლაპარაკება? უბრალოდ, დანებება არ არის მშვიდობა, ეს დაპყრობაა. უკრაინამ რომ ხვალ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ არ გვექნებოდა მშვიდობა. ჩვენ განვიხილავდით ევროპული ერის ოკუპაციას და საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებას, რომელიც ევროპამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცოდა. პირადად მე, ის წლები არ მენატრება, არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი. და ვერავინ დამარწმუნებს, რომ მათ დანებებას, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს, შეიძლება მშვიდობად ეწოდოს. მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომლის ასაშენებლადაც ვმუშაობთ, თუნდაც კონსენსუსის თვალსაზრისით ფასის გადახდით, არის სამართლიანი მშვიდობა, რადგან მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპას და ჩვენს ინტერესებს. ასე რომ, მთავრობის პოზიცია არ იცვლება. კიევის მხარდაჭერა, სამოქალაქო მოსახლეობის განსაკუთრებული ყურადღებით, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა რჩება ჩვენი ქმედების საყრდენებად“
„მოსკოვისთვის ლეგიტიმაცია მაშინ, როცა მისი ბომბები კვლავაც ეცემა უკრაინის ქალაქებს, ახალი შემოსავლები ომის დასაფინანსებლად, სანქციების ბერკეტის ფარული შესუსტება: ეს ის ელემენტებია, რომელთა უგულებელყოფა არ შეგვიძლია და რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ აქამდე გაწეულ ძალისხმევას, რათა პუტინი აიძულონ მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს“
„მე მაინტერესებს, რომ ევროპა არ მიდიოდეს უწესრიგოდ, არ აძლევდეს საბაბს მათ, ვისაც დაყოფა აინტერესებს, და საუბრობდეს ერთი ხმით. რადგან ფორმატების ირგვლივ დაყოფილი ევროპა გვთავაზობს საკუთარი თავის ინფანტილურ სურათს და ეს არის ერთადერთი ნამდვილი საჩუქარი, რაც მოსკოვს შეგვიძლია გავუკეთოთ. მოსკოვს, ამ დღეებში, საკმარისი საჩუქრები გავუკეთეთ. რაც უკრაინაში ხდება, უკრაინაში არ რჩება. ევროპული საბჭო კონკრეტულად განიხილავს რუსული ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას. და ეს სამართლიანია, რადგან ჰიბრიდული საფრთხე უკვე გახდა ამ პრობლემური ეპოქის მორიგი „ახალი ნორმალური“. ვინც ამბობს, რომ მეტი უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ საავადმყოფოს, რესურსების ძირითადი სერვისებიდან გადატანას ომის გამჩაღებელი მთავრობის მიერ, იტყუება და იცის, რომ ამას აკეთებს“
„სულ უფრო მრავალრიცხოვანი და სულ უფრო რთულია ის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ევროპას მოუწევს საკუთარი უნარის დასაცავად, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანი, უსაფრთხო და მსოფლიოში წამყვანი მოთამაშე. ომი უკრაინაში გრძელდება და სამოქალაქო ობიექტების ჩართულობა სულ უფრო იზრდება. არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში იწვევს შედეგებს, რომლებიც რეგიონის საზღვრებს ბევრად სცდება. გლობალური ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება. გეოპოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებაზე, საწვავის ფასზე, ცხოვრების ღირებულებაზე, ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე. და ასევე ჰიბრიდული საფრთხეები, მიგრაციული წნეხი, მზარდი არასტაბილურობა და აქედან გამომდინარე ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობა. ესენი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოსიეებია. მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო რამ: ისინი შეგვახსენებენ, თუ რამდენად უფრო და უფრო მოქმედებს ჩვენი საზღვრებს გარეთ მომხდარი მოვლენები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამოწმებს ჩვენი ერის უნარს, დაიცვას თავისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში მთავრობამ აირჩია, იყოს წარმოდგენილი და აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, უწყვეტად და მკაფიო ხაზით. იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესი დაცულია იმით, რომ მონაწილეობ მიიღო იმ არჩევნების წარმართვაში, რომელიც ჩვენ გვეხება, და არა მხოლოდ მათი შედეგების ატანით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.