„კრიპტომატი“: „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებები საკუთარი მძიმე დარღვევების გადაფარვის უსუსური მცდელობაა
„კრიპტომატი“ „ბიტექსჩეინჯის“ მიერ წამოყენებულ ფავორიტიზმის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ კონკურენტი კომპანია 572 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გადაფარვას ცრუ ბრალდებებით ცდილობს.

შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წამოყენებული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია, - ნათქვამია კრიპტომატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსური მცდელობაა“.
„გვსურს პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ჩვენი კომპანიის, შპს „კრიპტომატის“ მიმართ.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის განცხადებები ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ და შპს „კრიპტომატის“ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაგვკვირვებია. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება კონკურენტი კომპანიის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს. შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არამხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წამოყენებული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, შპს ბიტექსჩეინჯის შემოწმება ჩატარდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა, რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა ექსკლუზიურად ისინი შეამოწმა, რადგან შპს „კრიპტომატიც“, ბიტექსჩეინჯის მსგავსად, ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც.
ასევე სიცრუეა დავით ორჯონიკიძის განცხადება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა. გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გატარებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან. უფრო მეტიც, მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა. საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსური მცდელობაა და მიზნად ისახავს რეალური პრობლემიდან აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსური მცდელობაა“
„გვსურს პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ჩვენი კომპანიის, შპს „კრიპტომატის“ მიმართ. შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის განცხადებები ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ და შპს „კრიპტომატის“ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაგვკვირვებია. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება კონკურენტი კომპანიის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს. შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არამხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი. შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წამოყენებული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, შპს ბიტექსჩეინჯის შემოწმება ჩატარდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა, რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა ექსკლუზიურად ისინი შეამოწმა, რადგან შპს „კრიპტომატიც“, ბიტექსჩეინჯის მსგავსად, ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც. ასევე სიცრუეა დავით ორჯონიკიძის განცხადება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა. გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გატარებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან. უფრო მეტიც, მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა. საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსური მცდელობაა და მიზნად ისახავს რეალური პრობლემიდან აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.