ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი“: ეროვნული ბანკი ჩვენც გვამოწმებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

„კრიპტომატმა“ „ბიტექსჩეინჯის“ ბრალდებას ფავორიტიზმზე აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მათაც ამოწმებს. კომპანიის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გატარებულ სამართლებრივ ზომებს ბიზნესთან კავშირი არ აქვს და მას წილის მართვა შეჩერებული აქვს.

გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი“: ეროვნული ბანკი ჩვენც გვამოწმებს
გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი“: ეროვნული ბანკი ჩვენც გვამოწმებსრადიო თავისუფლება

„ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა“, - წერს „კრიპტომატი“ 14 ოქტომბერს გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოკლედ - რა ხდება

რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 1 ივლისსა და 9 ოქტომბერს ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა:

#1: „კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება“ - ეს ჟურნალისტური გამოძიება აღწერს კრიპტობაზარზე არსებულ დავას ორ მსხვილ მოთამაშეს, „კრიპტომატსა“ და „ბიტექსჩეინჯს“ შორის; დავით ორჯონიკიძის კომპანია ამბობდა, რომ ეროვნული ბანკი „ვერ ხედავს“ დარღვევებს, რომლებიც ბაჩიაშვილს კონკურენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს;

#2: „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“ - ეს გამოძიება კი აღწერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო კორუფციული გარიგების მცდელობას/ზეწოლას კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელებთან და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

„კრიპტომატიც გადის შემოწმებას“ - აცხადებს კომპანია

„კრიპტომატი“ იმეორებს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმადაც:

„ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება განხორციელდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში;

კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა, რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან „სერიოზული დარღვევებით“;

„სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც“, - წერს ბაჩიაშვილის კომპანია.

ეროვნულმა ბანკიმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მიმდინარეობს სხვა საზედამხედველო სუბიექტების შემოწმებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემში არ არის ასახული“.

რა არის „იდენტიფიკატორი“

რადიო თავისუფლების ორივე ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია კრიპტომატების აპარატებზე მომხმარებლის იდენტიფიცირების სისტემა და მასთან დაკავშირებული გარემოებები:

2025 წლის ბოლომდე კრიპტოკომპანიების ნაწილი მომხმარებლებს იდენტიფიკაციის გარეშე ემსახურებოდა, რაც ეროვნულმა ბანკმაც იცოდა.

„ბიტექსჩეინჯის“ თქმით, მარეგულირებელს თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად იდენტიფიკაციის სისტემის ერთდროულად ჩართვას სთხოვდა;

კომპანია ამტკიცებდა, რომ მის მიერ „იდენტიფიკატორის“ ცალმხრივად გააქტიურებამ კონკურენტებს, მათ შორის ბაჩიაშვილის კომპანიას, უსამართლო უპირატესობა მიანიჭა.

9 ოქტომბერს ჟურნალისტურ გამოძიებაში კი რადიო თავისუფლება წერდა, რომ:

ჩვენი ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს არ შეუმოწმებია „ბიტექსჩეინჯის“ მთავარი კონკურენტი, ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტის, და პატიმრობიდან საპროცესოს შეთანხმების გათავისუფლებული გიორგი ბაჩიაშვილის შპს „კრიპტომატი“;

ამ კომპანიაში ბაჩიაშვილის წილი კვლავ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდაა დაყადაღებული.

„ბაჩიაშვილის სასჯელს კავშირი არ აქვს კომპანიასთან“

„კრიპტომატი“ „სიცრუეს“ უწოდებს იმას, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა.

„გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან, უფრო მეტიც მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა.

ამასთანავე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება“, - წერს „კრიპტომატი“.

კომპანია წერს, რომ მან არაერთხელ მიმართა „სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას“ „ბიტექსჩეინჯის“ „კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე“, - თუმცა მათ ამ განცხადებაში არ ასახელებს, - და გამოხატავს მზაობას, „საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს“ კვლავ მიაწოდოს. „ასევე, სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი“, - წერია განცხადებაში.

კომპანია ამბობს, რომ მათი პოზიციით, „ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლობიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა“.

კომპანია „კრიპტომატი“, რომლის მაჟორიტარულ წილსაც ბაჩიაშვილი 2020 წლიდან არაპირდაპირ ფლობს, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული (ლიცენზირებული) ე.წ. vasp-ია და მთელ საქართველოში აქვს რამდენიმე ათეული კიოსკი.

შპს „კრიპტომატის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილი „კრიპტალის“ წილების ბენეფიციარი მფლობელია და კავშირი აქვს კომპანია „მატიოსთან“, რომელიც ასევე კრიპტომატის აპარატებს ფლობს და ეროვნული ბანკის ლიცენზირებული vasp-ია.

VASP არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს Virtual Asset Service Provider-ს (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი).

VASP-ი არის კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფინანსურ მომსახურებას ეწევა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №94/04 ბრძანების მე-4 მუხლით, ფულის გათეთრებასა და მძიმე ეკონომიკურ დანაშაულში მხილებულ და ნასამართლევ პირს VASP-ის ფლობა ან მართვა ეკრძალება, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს „შესაფერისი რეპუტაციის“ კრიტერიუმებს.

ამავე ბრძანებით, თუ რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარი მესაკუთრე აღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, გაუუქმოს მას ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგისტრაცია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა“
„მიმდინარეობს სხვა საზედამხედველო სუბიექტების შემოწმებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემში არ არის ასახული“
„კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება“
გიორგი ბაჩიაშვილი
„ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“
ნანა ყეინიშვილი
„სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც“
გიორგი ბაჩიაშვილი
„კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე“
გიორგი ბაჩიაშვილი
„საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს“
გიორგი ბაჩიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?