ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მოსკოვმა თავისი თავი ჩინეთის მხრიდან შემსწავლელ ლაბორატორიად გადაიქცია” – გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან Yandex-ის მონაცემთა ცენტრებზე დარტყმამ რუსეთში ტაქსის სერვისის შეფერხება, კომერციული ლოგისტიკის პარალიზება და პროდუქციის აღრიცხვის სისტემის გათიშვა გამოიწვია.

“მოსკოვმა თავისი თავი ჩინეთის მხრიდან შემსწავლელ ლაბორატორიად გადაიქცია” – გიორგი კობერიძე
“მოსკოვმა თავისი თავი ჩინეთის მხრიდან შემსწავლელ ლაბორატორიად გადაიქცია” – გიორგი კობერიძეალია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

უკრაინის მხრიდან Yandex-ის მონაცემთა ცენტრების დაბომბვა იმაზე მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. რიაზანის ოლქში (სასოვო), კალუგასა და ვლადიმირში სამი ცენტრია განადგურებული. სასოვოსა და ვლადიმირის ცენტრები მთლიანად გაითიშა, ხოლო კალუგის უზარმაზარი ჰაბი, რომელიც 3800-ზე მეტ სერვერულ სადგამს იტევს, დაზიანებულია და მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს. მეტიც, სასოვოს ბაზაზე განთავსებული იყო Yandex-ის ორი სუპერკომპიუტერი. თუ დადასტურდა მათი განადგურება, მათ აღდგენას მინიმუმ ორი წელი და მილიარდობით რუბლი დასჭირდება.

პირველი უცნაურობა ისაა, რომ ბოლო 48 საათში ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტების რაოდენობამ უცნაურად იკლო. ეს რამდენიმე განსაკუთრებით აქტიურ გვერდებზე გამოიხატა. მათ ნაცვლად გააქტიურებული ახალი ტროლების რაოდენობა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის. ამაზე ჯერ წინასწარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ შეიძლება ბევრად დიდ გამოცანასთან ვიდგეთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მეორე საინტერესო ამბავი სატრანსპორტო ქაოსია. Yandex Taxi, რომელიც რუსეთში ბაზრის 70%-ზე მეტს აკონტროლებს, ხარვეზებით მუშაობს. მოსკოვსა და ეკატერინბურგში სისტემამ მძღოლებს ოფიციალური შეტყობინებაც კი გაუგზავნა – ჩვენი ნავიგაცია ითიშება და გთხოვთ ალტერნატივები მოძებნოთო. ნავიგაციის შეფერხება სამხედრო სფეროზეც თუ აისახება ჯერჯერობით უცნობია.

მესამე შედეგი რუსეთის ცალკეულ ტერიტორიაზე კომერციული ლოგისტიკის პარალიზებაა. რუსეთში მუშაობს ციფრული კონტროლის მექანიზმი რომელსაც რუსულად Честный ЗНАК ეწოდება, ქართულად ალბათ “პატიოსნების ნიშანი/ბეჭედი” იქნება. ამ სისტემის გარეშე რუსეთში კანონიერად პროდუქტი ვერ გაიყიდება. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებულია, თითოეულ შეფუთვას დააკრას სპეციალური კოდი, რომელიც სახელმწიფო ბაზაში რეგისტრირდება და პროდუქტის გზას ქარხნიდან ან საბაჟოდან საბოლოო დახლამდე აკონტროლებს. Yandex-ის ქლაუდ-სერვისების გათიშვამ ეს სისტემა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ქვეყნის ნაწილში უბრალოდ გააჩერა.

საქონელი ფიზიკურად საწყობებში დევს, ის არ დამწვარა და არ აფეთქებულა, მაგრამ კომპანიები მას ვერ აღრიცხავენ და, შესაბამისად, ვერც ყიდიან. როგორც თავად რუსი ბლოგერები წერენ, თუ მთავრობა სასწრაფოდ არ გააუქმებს ამ ციფრულ ვალდებულებას, რამდენიმე დღეში ეს შეფერხება რუსული ბიზნესის ფიზიკურ განადგურებას დაიწყებს.

მაგრამ მთელს ამ პროცესში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ჩინეთია: ჩინელი ექსპერტები ყველაფერს სწავლობენ და აღრიცხავენ. აშკარაა პეკინი ომის შემთხვევაში პოტენციური შედეგების დადგომას სწავლობს. მოსკოვმა თავისი თავი ჩინეთის მხრიდან შემსწავლელ ლაბორატორიად გადაიქცია.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?