ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ძლიერი საქართველო - ლელო": "ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს - გავაგრძელებთ ბრძოლას

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ძლიერი საქართველო - ლელო“ „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტიების გაუქმების მცდელობას საშიშ პრეცედენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის ნების აკრძალვას ცდილობს, თუმცა კოალიცია ბრძოლას სამართლებრივ ჩარჩოებში განაგრძობს.

"ძლიერი საქართველო - ლელო": "ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს - გავაგრძელებთ ბრძოლას
"ძლიერი საქართველო - ლელო": "ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს - გავაგრძელებთ ბრძოლასTV პირველი

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" "ოცნების" მხრიდან პარტიების გაუქმების გეგმას "საშიშ პრეცედენტს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დაბრკოლებებს შეუქმნის პოლიტიკური საქმიანობის გზაზე ყველა აქტიურ მოქალაქეს.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კოალიცია ბრძოლას გააგრძელებს.

"ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ "გვაუქმებენ" და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" მიერ საქართველოში "ძლიერი საქართველო - ლელოს" და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მცდელობა პირველ რიგში ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ იცის, მას დაკარგული აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ ნაბიჯით დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის - ქართველი ხალხის არჩევანი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მართული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაწერილი შედეგებითაც კი, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ მხარი დაუჭირა სწორედ იმ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც ცდილობს დღეს ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენმა ამომრჩეველმა 2024 წელს მხარი დაუჭირა საქართველოს უკეთეს მომავალს - "ძლიერი საქართველო - ლელო" აირჩია ხალხმა, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული განვითარება, მზარდი დასავლური ინვესტიციები, მეგაპროექტები 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, რომელსაც არ სურს დაბრუნდეს ბნელ წარსულში - "ქართულ ოცნებას" სწორედ ამ რეალური ალტერნატივის მოსპობა აქვს განზრახული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პოლიტიკური პარტიები ასახავენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას. შესაბამისად, პარტია არ წარმოადგენს ხალხისგან განყენებულ სუბიექტს. მისი ამომრჩეველი მისი განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული სარჩელი სრულიად მოკლებულია რაიმე რაციონალურ, სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს მცდელობას, რომ საქართველოში მოხდეს ავტოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" და სხვა 4 ოპოზიციური პარტიის გაუქმება შექმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს სხვა პარტიებზე. ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ საქართველოში აიკრძალოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის პირადად ვერ გააკონტროლებს.

რეპრესიული კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაამარტივებს არა მხოლოდ პარტიების, არამედ ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც. ვენეციის კომისიის დასკვნამ ეს უკვე დაადასტურა. პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება წარმოუდგენელ დაბრკოლებებს შეუქმნის პოლიტიკური საქმიანობის გზაზე ყველა აქტიურ მოქალაქეს.

თუ ეს შედეგი დადგა, ჩვენთვის, კოალიციისთვის "ძლიერი საქართველო - ლელო" ბრძოლა გაგრძელდება. არსებობს პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა სცენარი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ "გვაუქმებენ" და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის.

"ქართულ ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს. შესაბამისად, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვა, მათ შორის, საბოლოოდ ართმევს საქართველოს შანსს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და შეუქცევადად აბრუნებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავარძელებთ პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლას ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის".- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ "გვაუქმებენ" და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?