საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრო: მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ თითქმის 8 000 ადამიანი დააკავა
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე პოლიციამ 7 950 პირი დააკავა, რომელთა 85%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ. წინასწარი პატიმრობა 26 პირს შეეფარდა.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ თითქმის 8 000 ადამიანი დააკავა.
სამინისტროს მონაცემებით, სულ აღრიცხულია დაკავების 7 950 ფაქტი, რომელთა 85%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ.
გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 26 პირს, რომელთა უმრავლესობა (65%) სრულწლოვანია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.